18:49 - 07 Jul, 2026
|
2017-05-26 16:00:31, 2068 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)