|
2017-05-25 13:54:19, 1845 ნახვა
საზოგადოება
მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი’’ დაურიგდათ
თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ. მათივე ცნობით, „ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა დაარიგეს. კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. დღევანდელი აქციით, დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)