|
2017-05-25 12:07:19, 2287 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: თბილისი ბრიუსელთან ერთად ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი იქნება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხვალიდან, საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იწყება, რაც ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. სესიაშვილის თქმით, ბრიუსელში, დღეს, ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურების განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება და უკვე ხვალიდან, ეს ცენტრი თბილისში გადმოინაცვლებს. "ხვალიდან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იწყება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ნატოს ისტორიაში, არაწევრ ქვეყანაში საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და 2002 წლის შემდეგ, საქართველო პირველი არაწევრი ქვეყანა იქნება, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდეგი დღეების განმავლობაში, თბილისი ბრიუსელთან ერთად ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესისა და წარმატების განვითარების პირდაპირი აღიარებაა, ისევე როგორც აღიარებაა იმ დამოკიდებულების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში აქვს", - განაცხადა სესიაშვილმა. როგორც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა და ქვეყანას უნიკალური შანსი აქვს, თავისი ქვეყანა ფართო ასპარეზზე წარადგინოს. მისივე განმარტებით, ქვეყანას 28 წევრი ქვეყნის დელეგატები, 600-მდე სტუმარი ეწვევა, ხოლო სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი. სესიაშვილის ინფორმაციით, ნატო-ს დელეგაციის წევრები ოკუპირებულ ზოლს ეწვევიან. "როგორც წესი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესიაზე დეკლარაციას არ იღებს, მაგრამ პატივი გვაქვს, რომ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იყოს მიღებული", - დასძინა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)