|
2017-05-24 20:36:47, 1997 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანი და საქართველო მხარდამხარ უმკლავდებოდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების გზაზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. "ამ წლების მანძილზე არსებული პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, აზერბაიჯანმა და საქართველომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტები წამოიწყეს, რაც ამ სახელმწიფოებს მსოფლიო რუკაზე ადგილი მოპოვებაში დაეხმარა. მათ შორისაა აზიისა და ევროპის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მილსადენები. პროექტის საწყის ეტაპზე ამ პროექტების სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი, თუმცა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების თავდადების შედეგად, სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა. ჰეიდარ ალიევი, ქართველ, თურქ და ამერიკელ ლიდერებთან ერთად, ამ გაბედული წამოწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენდა",- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს საქართველო და აზერბაიჯანი ცდილობენ შექმნან ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთის დასავლეთთან დასაკავშირებლად, რაც კეთილდღეობას მოუტანს რეგიონს. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სახელით გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)