|
2017-05-24 15:21:02, 1741 ნახვა
საზოგადოება
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართება
საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობას გეგმავენ. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს თიბისი გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. რაგბის სამყაროში მსგავსი პროექტები ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილია და სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეებისა და გუნდის მენეჯმენტის ჩართულობას გულისხმობს. ჩემპიონატის მსვლელობისას სხვადასხვა სოციალურ აქტივობაა დეგეგმილი. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად, სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. გუნდები, ასევე, აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვთა დღისა და გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ამასთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია ტურნირების, სამედიცინო და სამწვრთნელო სემინარების გამართვა. ტურნირის სოციალურ პროგრამაში არაერთი პარტნიორი კომპანიაა ჩართული, მათ შორის, თიბისი ბანკი, ბილაინი, UN Women, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, Unicef, პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, ბავშვთა ჰოსპისი, Impact Hub, სახელმწიფო უწყებები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
(R)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)