|
2017-05-24 11:10:39, 1703 ნახვა
საზოგადოება
სეს-მა 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 23 ბიზნესოპერატორს კი, საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 23 ბიზნესოპერატორს კი, საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სეს-იდან აცნობეს, სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 226 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 79 ბიზნეს ოპერატორი; ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში. დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)