12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 16:58:36, 1897 ნახვა

პოლიტიკა
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა

ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე  სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული,  ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ევროატლანტრიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება ურყევია და ამ მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება კვლავ გრძელდება.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციასაც.

ბათუმში გამართული საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალი დასრულდა.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics