|
2017-05-23 14:50:47, 1448 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს
საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით. „დღეს ოლიმპიურ კომიტეტსა და კომპანია „ავერსს“ შორის გაფორმდა და გახანგრძლივდა მემორანდუმის მოქმედება. მემორანდუმი უკვე მრავალი წელია არსებობს, გულისხმობს ყველა ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენის უფასო სამედიცინო მომსახურებას, ასევე ექიმების მიერ დანიშნული ნებისმიერი წამლის უფასოდ გადაცემას. ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ „ავერსი“ აქვს იმის საშუალება, რომ ქართველ სპორტსმენებს გაუწიოს ასეთი დახმარება. ვინაიდან სპორტსმენების წარმატებული შედეგები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის და ცნობადობის გაზრდისთვის მთელ მსოფლიოში“,-განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 843 598 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 372 211 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 1 215 809 ლარს. მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, „ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორი ქეთევან ნემსაძე, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები დაესწრნენ. (R)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)