|
2017-05-23 12:22:57, 2229 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს ბიულენთ თუფენქჩის შეხვდა. შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ჩატარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე საბაჟო და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ხარისხი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არის სანიმუშო და ორიენტირებულია შემდგომი დინამიური განვითარებისკენ. ითქვა, რომ ყოველი კონკრეტული პროექტი მიმართულია საქართველოს და თურქეთის გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდისკენ. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო და თურქეთი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უნიკალურობის შედეგად, ბუნებრივი მოკავშირეები არიან ტრანზიტული მარშრუტების განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერი პროექტის იმპლემენტაციისას. მისი თქმით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ინიციატივას აბრემუშის უძველესი გზის აღდგენასთან დაკავშირებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, რაც სატრანზიტო პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც გაზრდიან არა მხოლოდ საქართველოსა და თურქეთის, არამედ რეგიონის სარტრანზიტო შესაძლებლობებს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად დასახელდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება. ასევე დასრულდება სარფის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია თურქეთის მხარეს და დაგეგმილია ვალეს გამშვები პუნქტის განახლება. აღინიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს წარმატებული პრაქტიკა საბაჟოსა და რკინიგზას შორის ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პრაქტიკის რეგიონალურ დონეზე გაფართოებას შეეწყოს ხელი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციების ჩართულობით ერთობლივი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობებაზე, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორი ქვეყნის თანამედროვე ურთიერთობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მიზნით, დაისვა წინადადება, რომ ქვეყნებს შორის არსებული საბაჟო-გამშვებ პუნქტებს დაემატოს დამატებითი სერვისები, მათ შორის, კარწახის გამშვებ პუნქტზე - ფიტოსატინარიული შემოწმების მიმართულებით. გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ფარგლებში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების პროგრამის სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობის გააქტიურება, რომლის შედეგად ორივე ქვეყნის შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუმარტივდებათ ორმხრივი ვაჭრობის პროცედურები და შემცირდება საბაჟო კონტროლის პროცედურები და ისინი ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის საბაჟო სამსახურების თანამშრომლობა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მიმდინარეობს აქტიური კოოპერაცია ზრდის ქვეყნებს შორის ეკონომიკური საზღვრების დაცულობის ხარისხის. შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი მოიწვია საქართველოში 7 - 9 ივნისს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია - გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)