12:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 18:22:57, 2568 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
ტრამპი ისრაელში: ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საგარეო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის შემდეგ, ისრაელს ეწვია.

შეხვედრები გაიმართა ისრელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნატანიაჰუსთან და პრეზიდენტ როვენ რივლინთან.

შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი იუდეველების გოდების კედელსა და იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარს ეწვია.

სამშაბათს აშშ–ის პრეზიდენტი ბეთლემსაც მოინახულებს.

“ჩემს პრეზიდენტობამდე, იშვიათად გვქონდა, ამ რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობა. ტერორიზმის დამარცხება, ჰარმონიული მომავლის, კეთილდღებისა და მშვიდობის შექმნა მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი მოგვიანებით პალესტინის პრეზიდენტსაც შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელსა და ვატიკანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics