|
2017-05-21 15:56:50, 1652 ნახვა
საზოგადოება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
სტიქიის გამო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე სოსო ხახალეიშვილმა განუცხადა. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო, ტექნიკის მუშაობა ფერხდება. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება. სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე პროგნოზირებენ. შეგახსენებთ, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე პრობლემები სტიქიამ ლაგოდეხისა და წყალტუბოს რაიონების სოფლებს შეუქმნა. კერძოდ კი,ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფები. უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. ამასთან, გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)