|
2017-05-19 18:40:17, 1659 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს ეროვნულ არქივს დღეს პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი იაცეკ მილერი, პოლონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში პოლონეთის საელჩოს კულტურის ატაშე ლეხ კონჩაკი სტუმრობდნენ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნულ არქივში, კირიონ მეორის პირად ფონდში დაცული პოლონური დოკუმენტები, რომელთა შესახებ პოლონელ კოლეგებს ინფორმაცია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა მიაწოდა. იაცეკ მილერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავად ჩარტორიისკების სახელობის ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციიდან შეიძინა მასალები, მათ შორის ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები. პოლონური მხარე მასპინძლებს ამ დოკუმენტების ელექტრონული ასლების მოპოვებაში დახმარებას დაპირდა. ვიზიტისას დელეგაციის წევრებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი და რესტავრაციის ლაბორატორია დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)