22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 16:15:54, 2499 ნახვა

ეკონომიკა
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენასთან დაკავშირებით, ბორდოსა და პარიზში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ბორდოსა და პარიზში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე მონაწილეობდნენ.

ქართული მხარის წარმომადგენლები საფრანგეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველო ბორდოს გამოფენაზე ღირსეულად წარსდგება, რის საფუძველსაც ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იძლევა.

ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს გაიხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს.

გამოფენის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იგეგმება.  გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს გაიცნოს ქართული ღვინო და ქართული ღვინის კულტურა და ისტორია.

მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებითაა გამორჩეული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics