11:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 10:27:27, 1780 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დღეს კვიპროსს ეწვევა

18- 19 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია ევროპაში არსებული კონფლიქტებისა და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლის განხილვა. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ  მძიმე ვითარებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც წარმოადგენს მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილს და საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული ძეგლების განადგურება და მიგრაცია.

ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის 18 მაისს გაიმართება შეხვედრა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics