|
2017-05-17 21:27:17, 1780 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის და ოზონის შემცველობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა
თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის, ოზონისა და მტვერის შემცველობამ, გუშინ, დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის გამზირზე (N105) გადააჭარბა (0.042მგ/მ3). ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში კი, აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ჰაერში აზოტის ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) ასევე წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.064). ამ კუთხით, ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ ნორმის ფარგლებშია. ოზონის შემცველობა სამივე ლოკაციაზე დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) სცილდება. კერძოდ, ვარკეთილში (3 მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში ოზონის შემცველობა გუშინ 0.076 მგ/მ3 იყო; ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) 0.067 მგ/მ3; წერეთლის გამზირზე კი, 0.046 მგ/მ3. რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) მხოლოდ წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.074მგ/მ3). ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)