21:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 10:53:15, 2350 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე კლეი ბერის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-აშშ-ის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ტექნიკური კუთხით, ყურადღება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებიც განხილული იყო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს შორის ბოლო შეხვედრისას.

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს ის ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩენს. კერძოდ, საუბარი წარიმართა ლიკვიდობის მართვაზე,  ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებაზე, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.

თავის მხრივ, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics