|
2015-04-14 10:34:00, 392 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და პოლონეთის საგარეო უწყებები მემორანდუმს გააფორმებენ
საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები დღეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უწყებაში დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მემორანდუმი თბილისის დეკლარაციის დაფუძნებას ეხება, რომლის ფარგლებშიც პოლონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებების განხორციელებაში გამოცდილებას გაუზიარებს. „ დღეს ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად ხელს მოვაწერთ მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის დეკლარაციას. ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმატი, რომლიც გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევრატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)