19:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 18:11:24, 2314 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი ბათუმისა და ხარაგაული-ჩუმათელეთის შემოვლით გზას დააფინანსებს

საქართველოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა და ამავე საფინანსო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო'სალივანმა.

შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი ქუმსიშვილის იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც ის აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე მონაწილეობს.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ერთერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში ორი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის - ბათუმის შემოვლითი გზისა (114 მლნ აშშ დოლარი) და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების (90 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსების შესახებ. ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უახლოეს მომავალში  საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება სასესხო შეთანხმებას. ამასთან სამუშაოები 2017 წელსვე დაიწყება.

ასევე ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის მონაკვეთის ერთერთი ნაწილის დაფინანსების შესახებ, რომელიც 130 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იქნება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics