|
2015-04-11 11:36:52, 1855 ნახვა
სხვადასხვა
„ზედაზენმა“ სააღდგომოდ მიუსაფარ და მშპ ადამიანებს საჩუქრები დაურიგა
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“, დისტრიბუციის მანქანები 30-მდე განსხვავებული მიმართულებით დაიძრა და სააღდგომოდ ათასამდე მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს სხავადასხვა სახის პროდუქცია გადასცა. „ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ტრადიციულად, ლუდსახარში ზედაზენი დაარიგებს პროდუქციას , როგორც წინა სააღდგომო საჩუქარს ბავშვთა სახლებში, რეგიონში არსებულ ეკლესია–მონასტრებში, გაჭირვებულთა თავშესაფრებში, არა მარტო მცხეთა–მთიანეთში არამედ თბილისში არსებულ ჩვენს ტრადიციულ რესიპიენტებთანაც მივა ჩვენი საჩუქრები “ - განაცხადა „ზედაზენის“ კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ. „ეს სტუმრობა არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი, არაერთხელ გვესტუმრნენ და ველოდებოდით კიდევაც, ყველა დღესასწაულზე, თავისი ფართო ასორტიმენტით , ყველა ბავშვისთვის , მოზარდისთვის დიდი სიხარული მოაქვთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზედაზენის ხელმძღვანელობას და ყველა თანამშრომლომლებს , მინდა მათ მივულოცო აღდგომა „ - აცხადებს ნანა გოგოჭური, ძეგვის სარეაბილიტაციო თავშესაფრის ხელმძღვანელი . მიმდინარე წელს, „ზედაზენმა “ ქველმოქმედების სახით უკვე ნახევარ მილიონ ბოთლზე მეტი ლიმონათი დაარიგა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)