08:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 10:11:05, 650 ნახვა

საზოგადოება
სააღდგომო მსახურებას პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს

სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. 

საქართველოს საპატრიარქო აღდგომის დღის მსახურებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მოსახლეობას შევახსენებთ, რომ სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩაატარებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვა-ლოცვა დაიწყება შაბათს, ღამის 24:00 საათზე. მცხეთაში წასასწვლელად მრევლისათვის ავტობუსები გავა 22:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან.

აღდგომა დღეს, 12 აპრილს,  18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში აღევლინება სამადლობელი პარაკლისი და მოხდება მიმდებარე ქუჩების კურთხევა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics