2017-04-18 16:56:41, 2483 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ელჩი გაეროში: ფხენიანი ვაშინგტონთან ომისთვის მზად არის
გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩის კიმ ინ რიონგის განცხადებით, ოფიციალური ფხენიანი მზად არის ვაშინგტონთან ომისთვის, - ამის შესახებ CNN იუწყება.
ელჩის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო, რეგიონში ნებისმიერ წუთს შეიძლება, ბირთვული ომი დაიწყოს.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა მზადაა აშშ-ის ნებისმიერი სახით, მათ შორის ბირთვული იარაღით უპასუხოს.
გაეროში ჩრდილო კორეის წარმომადგენელმა პრესკონფერენცია მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ სამხრეთ კორეის დემილიტარიზებულ ზონას ეწვია. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოთ კორეა აშშ-ის მიმართ მუდმივად იმუქრება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ აღნიშნული რიტორიკა გაამწვავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან