2017-04-18 15:22:09, 2803 ნახვა
მსოფლიო
მოსულში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ჰაჯერ არ-რუსი მოკლეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლული ლიდერი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა.
დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია ერაყის სამხედრო ძალებმა მოახდინეს.
ამასთან, მედიიც ცნობით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ მოსულში მდებარე ტერორისტების "ჯანდაცვის დეპარტამენტზე" კონტროლი აღადგინეს.
ცნობისთვის, ქალაქი მოსული ერაყის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა 2014 წელს დაიკავეს. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის ხელმძღვანელობით ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი უკვე გატავისუფლდა, ხოლო ახლა ბრძოლა დასავლეთის ნაწილზისთვის მიდის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან