02:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:15:22, 2452 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ეუთო-ს: იცოდეთ თქვენი ადგილი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, "ეუთო-მ თავისი ადგილი უნდა იცოდეს", - ამი შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი ეუთო-ს კრიტიკას 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით არ მიესალმება.

"პირველ რიგში იცოდეთ თქვენი ადგილი. ჩვენ ყურს არ ვუგდებთ, არ ვუყურებთ, არ ვიმჩნევთ, პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ", - განაცხადა ერდორანმა ანკარაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

პრეზიდენტის შეფასებით, "რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, რომელიც დასავლეთში ჩატარდა".

რამდენიმე საათით ადრე ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არატანაბარ პირობებში ჩატარდა. დამკვირვებლების შეფასებით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 

ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics