2017-04-15 11:27:47, 2485 ნახვა
მსოფლიო
ავაღანეთში აშშ-ის ოპერაციის შედეგად დაღუპულ ტერორისტთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 90 ტერორისტი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნე სწორედ ISIS-ის ტერორისტები იყვნენ.
ქვეყანამ ძლიერი არაბირთვული ბომბი (მომბების დედა) საომარ პირობებში პირველად გამოიყენა.
ამასთან, ერაყის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით ავიაიერიშის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.
ბომბი GBU-43 ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი 9-მეტრიანი იარაღია, რომელიც 10 ტონას იწონის.
ავიაიერიში ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე შეაფასა და აღნიშნა, რომ "ეს კიდევ ერთი წარმატებული მისია იყო".
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ბომბი ავღანეთში 13 აპრილს ჩამოაგდო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან