14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 15:46:16, 1800 ნახვა

კომენტარი
ბერლინერი: ეს იყო აშშ-ის პასუხი იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ნიკოლა ბერლინერი ამერიკის მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა. 

ელჩის მოადგილის თქმით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, სირიის ავიაბაზაზე იერიში იყო პასუხი და რეაქცია იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო.

„აშშ-ის პრეზიდენტმა წუხელ ღამით განცხადება გააკეთა. ეს იყო პასუხი და რეაქცია იმ შემზარავი ფაქტის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო. ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმას არღვევს და ყველა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლისთვის ისეთი რამეა, რაც საყოველთაო დაგმობას იმსახურებს. ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან შესატყვისი და აუცილებელიც იყო“, - განაცხადა ნიკოლა ბერლინერიმ.

შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics