|
2015-04-07 14:48:19, 395 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ODIHR-ის დირექტორს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (ODIHR) დირექტორი მაიკლ ჯორჯ ლინკი მიიღო. თეა წულუკიანი მაიკლ ჯორჯ ლინკსა და დელეგაციის წევრებს საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის რეკომენდაციები, რომლებიც გასული წლის 9 დეკემბერს მიიღეს, ერთი მხრივ, ასახავდა იმ პროგრესს, რასაც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა ცვლილების განხორციელების რეკომენდაციებს შეიცავდა. მათი დიდი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია მეოთხე ტალღის რეფორმაში. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პროკურატურის სისტემის რეფორმას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონი პროკურატურის შესახებ, ვენეციის კომისიის გარდა, „ODIHR“-ის ექსპერტიზასაც გაივლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)