09:30 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 18:35:57, 810 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძემ სასტუმრო კომპლექსის „მეტრო-სითი“-ს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ კომპანია „ ატლას ჯორჯიას“ მიერ სასტუმრო კომპლექსის „მეტრო სითის“  სამშენებლო სამუშაოები დათვალიერეს.

მთავრობის წევრებს მშენებლობის დეტალები კომპანიის დირექტორმა ონურ თანრივერდიმ და დირექტორთა საბჭოს წევრმა რაულ კახაძემ გააცნეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც კომპლექსის სხვადასხვა ობიექტის ფუნდამენტის ჩასხმას გულისხმობს. დღეისათვის კაზინოს შენობის მეორე სართულის დაშენება მიმდინარეობს, სადაც დასაქმებულია 150 ადგილობრივი მოქალაქე.  მშენებლობის მეორე ეტაპი თვის ბოლოს დასრულდება.

„კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 9 თებერვალს აიღო, ორი თვის განმავლობაში მან ძალიან შრომატევადი სამუშაოები შეასრულა. მუშაობის ტემპი შესანიშნავია და ნანახით ძალიან კმაყოფილი ვართ.  უახლოეს პერიოდში   კიდევ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს მოეწერება ხელი. აპრილ-მაისში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გაიხსნება რამდენიმე ახალი ობიექტიც. პარალელურად დაიწყება კიდევ სხვა ახალი პროექტები. ამ კონკრეტული კომპლექსის პარალელურად ბათუმში 200 მილიონის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად მიგვანიშნებენ, რომ რეგიონის აღმშენებლობის პროცესი შენელდა, მინდა   ვუთხრა, რომ პროცესი გრძელდება და ჩვენი მხრიდან მათი ეს შეფასება იქნება უგულებელყოფილი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

12 -სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“  203-ნომრიანი იქნება. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია ორი 420-ბინიანი აპარტამენტის მშენებლობა. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო „ მეტრო სითი“-ში ამიერკავკასიაში ერთერთი ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა, განთავსდება VIP -რეზიდენცია და სამორინე. აღნიშნული ინვესტიცია 600-დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე, 2017 წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics