|
2017-03-31 12:11:20, 720 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უკრაინაში კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს უკრაინელმა კოლეგამ, არმიის გენერალმა სტეპან პოლტორაკმა უმასპინძლა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ კოლეგას თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამიხატა. ლევან იზორიამ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მზაობა, ჩაერთონ 2017 წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში, დადებითად შეაფასა. საუბრის ბოლოს ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ მიიწვია. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდა. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორიამ და არმიის გენერალმა სტეფან პოლტორაკმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერეს. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა. დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან გამართა შეხვედრა. ვიზიტის მეორე დღეს კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს. (NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)