2017-03-28 19:16:31, 2336 ნახვა
სამართალი
ადვოკატებმა სასამართლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს
სასამართლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზს.
დეკანოზის პროცესზე ბრალდების მხარემ დეკანოზის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.
ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც დეკანოზი უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რისი ოპერაციაც საქართველოში არ კეთდება. მისივე თქმით, სასამართლოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც წარუდგინეს.
მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდაა გასული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან