|
2017-03-24 18:38:49, 2590 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ და ზურაბ პატარაძემ ყურადღება ქვეყანისა და რეგიონისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათ ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე. სტუმრებმა ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე ქვეყანაში მომსახურების განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტების შესახებ პრეზენტაცია მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილისიგან მოისმინეს. ტურიზმის სექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპატამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ბათუმის აეროპორტი, ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები და ახალ ბულვარში საგაზაფხულო სამუშაოები მოინახულა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ძველი ბულვარი, იახტკლუბი და ნავმისადგომი. „ზაფხულის ტურისტული სეზონი გვიახლოვდება და მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი ტურისტებს მზად დახვდეს. შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტების ინფორმირება და მათთან ერთად არსებული გამოწვევების განხილვა იყო. ტურისტების დიდ რაოდენობას ჩვენ 20 მაისს, როკ-ჯგუფის Aerosmith-ის კონცერტის პერიოდში ველოდებით და გვინდა, აჭარა ტურისტებს სათანადოდ დახვდეს. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და რეკომენდაციების მიწოდებას მუნიციპალიტეტებისთვისაც, რაც არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას ემსახურება,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)