17:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 12:01:03, 2751 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თეთრ სახლში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს ფოტოგრაფებმა ხელის ჩამორთმევა სთხოვეს, თუმცა ტრამპმა აღნიშნულ თხოვნას ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ მას ხელის ჩამორთმევა თავად მერკელმა შესთავაზა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა არც გერმანიის კანცლერს უპასუხა.

როგორც გამოცემა Politico წერს, უცნობია, პრეზიდენტმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ ფოტოგრაფებისა და კანცლერის თხოვნა არ გაითვალისწინა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის შესასვლელში პირადად დახვდა, ხელი გაუწოდა და რეზიდენციისკენ გაუძღვა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics