19:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 18:17:56, 1229 ნახვა

სამხედრო
სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთიდან ჯარისკაცების წერილები მიიღეს

საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს" გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მორიგი ღონისძიება თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები პირადად გადასცეს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე  პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა. მან  მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს გაესაუბრა. 

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 47-ე  საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მან მოსწავლეებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ყოფა, მათი როლი გლობალური უსაფრთხოების საქმეში გააცნო და წარმატებები უსურვა.

ადრესატებმა ბარათები კლასელებთან ერთად გახსნეს და დამეგობრებული ჯარისკაცების მიერ მოწერილ წერილებს გაეცნენ.

სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებას, ასევე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან გრიგოლია დაესწრნენ.

ცნობისთვის, „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics