2017-03-15 14:00:55, 2763 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ საქმე აღძრა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ საქმე აღძრა, - ამის შესახებ France24 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ფიიონს დეპუტატობის პერიოდში სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ოჯახის წევრებისთვის ფიქტიურ დასაქმებაში ედება ბრალი.
სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიიონის მეუღლე წლების განმავლობაში პარლამენტის აპარატში სენატორის თანაშემწედ ფიქტიურად იყო დასაქმებული.
პენელოპა ფიიონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გარეშე ანაზღაურებას იღებდა. თანხამ 2005-2007 წლებში 900 ათასი ევრო შეადგინა.
მეუღლის გარდა, ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა შვილებიც, რაშიც მათ, ანაზღაურების სახით, 84 ათასი ევრო აიღეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან