19:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:14:40, 2295 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულინგის პრობლემას ტექნიკური რეაგირებით ვერ გავაქრობთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბულინგი როგორც სკოლის, ისე ქუჩის პრობლემაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბულინგის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.

„სკოლაში ბულინგთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი არის ისევ განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ბულინგი მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის, ეს არის ქუჩის, ეზოს პრობლემა, ეს არის ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხება, ასევე საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში არსებობს ბულინგი, ანუ ჩაგვრის პრობლემა. შესაბამისად, მთავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, ეს არის ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება ტექნიკურ ინსტრუმენტებს, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბულინგთან ბრძოლა.

როგორც პედაგოგების, ისე დირექტორების ტრენინგებში ბულინგის გამოვლენის, აღკვეთის და ასევე მისი შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების  ინსტრუმენტებია, მუშაობს ეს ინსტრუმენტები. ტექნიკური რეაგირებით ჩვენ ამ პრობლემას ვერ გავაქრობთ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics