13:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 10:39:52, 2568 ნახვა

სამართალი კომენტარი
დავით დვალი: პირობას ვდებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დავუშვებ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს.

ამის შესახებ დვალმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა.

„მე ცენზორად „რუსთავი 2“-ში არ დავბრუნდები, ამის პირობას ვდებ - არ დავუშვებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუკი დაცვის მექანიზმი არ მექნება, ვაცხადებ, რომ არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ ისევ თავიდან მითვისებულია და განვაგრძობ ბრძოლას, ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა დვალმა.

მისივე თქმით, ის და არხის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე მხოლოდ კუთვნილი წილის დაბრუნებისთვის იბრძვიან.

„ჩვენ იმ სამოცი პროცენტისთვის ვიბრძვით, რომელიც ჩვენი იყო და სხვა რამეზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს“, - აღნიშნა დვალმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics