09:30 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 13:14:44, 853 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: თანხას, რომელიც EBRD–ზე დაიხარჯება, ინვესტიციები მოჰყვება

„ეს არ არის ის თანხა, რომელიც დაიხარჯება და გაქრება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს EBRD–ის ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშრებით განაცხადა. 

მისივე მტკიცებით, ბიზნესფორუმზე ქართველ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს თავისი პროდუქცია, ტექნოლოგიები, შესაძლებლობები ტურზიმისა და მშენებლობის მიმართულებით გააცნონ. 

შესაბამისად, ხადურის თქმით, თანხას, რომელიც ამ ფორუმისთვის დაიხარჯება, ათასჯერ მეტი ინვესტიცია მოჰყვება. 

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებაზე 2000 უცხოელი ჩამოდის, მათი ინტერესი გაზრდილია და იმისდამიხედვით, თუ ჩვენ რას შევთავაზებთ. ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მათ გააცნონ  თავისი პროდუქცია, ტექნოლოგიები, შესაძლებლობები ტურიზმის, მშენებლობის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ყველაფერი იქნება კონკრეტულ ბიზნესწინადადებებში გარდაქმნილი“, – აღნიშნა ხადურმა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13–15 მაისს საქართველო  EBRD–ის ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. 
ფორუმის მასპინძლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დროისთვის გაწეული ხარჯები  11 748 411  ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics