13:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 20:06:26, 2695 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას

მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზის დაკითხვა დღესვე მომხდარიყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რასაც მიხეილ რამიშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა.

„ვაჭრობა დაგვიწყეს, ახსნა ახლა ძალიან გვიანია, სხვა დროზე შევთანხმდეთ,“- აღნიშნა რამიშვილმა, რომელმაც აქვე განაცხადა, რომ „პროკურატურას ფეხებზე ჰკიდია მამა გიორგის დაკითხვა".

მისივე განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძეზე განხორციელდეს ზეწოლა. მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს, რადგან მამა გიორგი მამალაძე ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა.

​მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ხვალ-ზეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს.

ფოტო: რუსთავი 2





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics