11:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 23:35:51, 1567 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს. ასევე, როგორც განცხადებიდან ირკვევა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან, რომლითაც იკვებებოდა ქ. თბილისის ნაწილი და ქ. რუსთავი. 

21:41 წუთზე ადგილი ჰქონდა სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ გამორთვას, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია", - წერია განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics