08:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 15:15:18, 1121 ნახვა

საზოგადოება
„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება. ბილეთების ყიდვა მსურველებს  biletebi.ge-სა  და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება.  „აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, „Black Sea Arena”-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის  ბილეთების ღირებულება  50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა  აქვს დაგეგმილი.

ინფორმაციისთვის:  ამ ტურნეს ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ექვივალენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, „Black Sea Arena”-ს  მესამე სექცია  ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია - 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია - 200 ლარი.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის)  შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „ვიპ ზონის“ ბილეთის ღირებულება    400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით  biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად.

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics