05:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 10:40:20, 1113 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ - ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, უფროსკლასელ მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ მოზარდებს ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება, ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მოსწავლეებს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებიც გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უფროსკლასელთა შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას - „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics