14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 17:07:26, 3248 ნახვა

მსოფლიო
ადვოკატი ირმა ჭკადუა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმეა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ის 2 თუ 3 დღის წინ დაიკითხა, თუმცა, გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

როგორც ჭკადუამ განმარტა, ეს ძალიან სენსიტიური საქმეა. მისივე თქმით, ის მამა გიორგი მამალაძეს პირადად არ იცნობს.

"მე დამიბარა საგამოძიებო ორგანომ. გიდასტურებთ, რომ ვარ მოწმე. ეს არის ძალაინ სენსიტიური საქმე. მოწმის სტატუსით 2-3 დღის წინ დამკითხეს. თუმცა გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ჭკადუამ. 

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics