11:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 15:40:22, 2307 ნახვა

სამართალი
ირაკლი აბესაძემ პროკურატურა დატოვა

მთავარ პროკურატურაში "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის გამოკითხვა დასრულდა. ის საგამოძიებო უწყებაში მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით  დაიბარეს.

მისი თქმით, გამომძიებლებს დავალებული აქვთ, ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გაპრავება და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება, რომლებიც არიან დაკავებული კორუფციით და მექრთამეობით.

"ვისაუბრეთ იმაზე, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება გაეცა ერთი მილიონი ლარი. თუკი თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით მოახდენდა ნაკვეთის ჩამორთმევას, მაშინ თავად თბილისის მერიის მიერ შედგენილი დასკვნით მიწის ღირებულება იყო 23 ათასი ლარი და 50-ჯერ უფრო მეტი კომპენსაცია გასცა თბილისის მერიამ, ვიდრე ეს იყო დადგენილი სამხარაულის ექსპერტიზის მიერ,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი კვირის წინ, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევპროული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ მთავარი პროკურატურისგან  რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით გადაცემული მილიონი ლარის ქონებასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.

როგორც ცნობილია, მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი აბესაძის საგამოძიებო უწყების მიმართვაზე გამოძიება არ დაწყებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics