|
2015-03-31 16:35:53, 449 ნახვა
პოლიტიკა
გოგი თოფაძე მედიას მოვლენების არასწორად გაშუქებაში ადანაშაულებს
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავჯდომარე გოგი თოფაძე მედიას ხელისუფლების უსაფუძვლოდ კრიტიკასა და მოვლენების არასწორად გაშუქებაში ადანაშაულებს. როგორც მან პარლამენტში, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ქვეყანაში ახალ ხელისუფლებას რა პირობები დახვდა. თოფაძის შეფასებით, კრიტიკა და დესტრუქციული განცხადებები, სახელმწიფოს დესტაბილიზაციას გამოიწვევს. „რა თქმა უნდა იქნებოდა რაღაც მცირე დარღვევები, მაგრამ ის რაც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდა ჩაატარა, ეკონომიკის და ფინასთა სამინისტრომ, ნამდვილად დადებითად არის შესაფასებელი. ჩვენი ოპონენტების მიერ ძალიან ბევრი მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება რეალობას. ბიზნესი ვითარდება. სამუშაო ადგილები გაიზარდა. ყველანაირი ხელშეწყობაა დღეს ბიზნესის განვითარების. რამდენიმე ფონდია შექმნილი, მაგალითად „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრი საწარმო გაიხსნა, რომელსაც მედია აიგნორებს. სამწუხაროდ ისეთ საკითხებში აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ხანდახან ირონიულ ღიმილს იწვევს. მაგალითად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუშაობას. გავიხსენოთ რა ხდებოდა მაგ დეპარტამენტში, გავიხსენოთ ის დაყაჩაღებული ბიზნესმენები. დღეს რა უფლება გვაქვს ვაკრიტიკოთ ეს დეპარტამენტი, რომელიც ფეხზე დგება და ბევრ სიკეთეს აკეთებს. ამას საზღვარგარეთაც აღიარებენ. ვაკრიტიკებთ პროკურატურას. კი, სამართლიანობის აღდგენა ძალიან დაგვიანდა, ალბათ დროა, უფრო ოპერატიულად იმუშაონ, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რა პირობებში მუშაობენ. ვისაუბრებ ბოლო ფაქტებზე, გახმაურებულ მკვლელობებზე, რომლებიც ძალიან დიდი სისწრაფით გაიხსნა. აკრიტიკებენ ჯანდაცვის სამინისტროს. გავიხსენოთ რა იყო, საავადმყოფომდე კაცი ვერ მიდიოდა, დღეს პრაქტიკულად ყველა დაზღვეულია, ამან ბიუჯეტის დიდი ნაწილი წაიღო“, – აღნიშნა თოფაძემ. „თუ დააკვირებით, რამდენად არასწორად აშუქებენ რეალობას. რამდენად მიუღებელია მიუღებელია ეს საზოგაოდებისთვის. საზოგადოებას ამის არ სჯერა, მაგრამ შეიძლება მილიონობით ხალხი ამ მდგომარეობაში ჩავაყენოთ? არც ერთი დადებითი, არც ერთი პოზიტიური, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, აქ არ შუქდება, მარტო არის უსაფუძვლო კრიტიკა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა ესაუბროთ ამათ. არ შეიძლება იმ ხელისუფლების განუწყვეტლივ ლანძღვა, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდში ჩაიბარა და წინ მიდის, რასაც ბევრი ვერ ხედავს“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)