23:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 19:34:36, 1085 ნახვა

საზოგადოება
ტელევიზიასთან მიმდინარე აქციას „ბიბლუსიდან“ და „ფრესკოდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები შეუერთდნენ

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას თსუ-ის "აუდიტორია 115"-ის სტუდენტები შემოუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის როგორც მათთვის, ისე ყველა დასაქმებული ადამიანის ტრიბუნა. 

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციაზე ასევე მივიდნენ "ფრესკოდან" და "ბიბლუსიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გამოშვებული ადამიანები. 

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მენეჯმენტი უშვებს უმძიმეს შეცდომას, რომლის გამოსწორება იქნება გვიან და რომლის შედეგები აუცილებლად აისახება ქვეყანაზე. 

მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან მედიაექსპერტებიც. ია დანელიას შეფასებით, ხელისუფლებას სრულიად ქართულ მედიაზე სურს კონტორლი, რათა საარჩევნო წელი გადააგოროს მისთვის სასურველი შედეგებით. მისივე განცხადებით, საზოგადოება ვასილ მაღლაფერიძეს, უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილს არ მისცემს საშუალებას ჩაკლას თავისუფალი სიტყვა და აზრი. საპროტესტო აქციაზე გამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელიც, თუმცა ისინი აქციაზე სიტყვით არ გამოსულან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics