12:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 12:32:14, 2816 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თუქეთის პრეზიდენტ  რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპმა დადებითად შეაფასა თურქეთის ჩართულობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ აშშ თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, საუბრის დროს 2 ქვეყნის ლიდერმა ქვეყნების ხანგრძლივ მეგობრობაზე ისაუბრა და ტერორიზმთან ბრძოლაში ერთმანეთს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, ეს პირველი საუბარი იყო ტრამპსა და ერდოღანს შორის, რაც მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

მედიის ცნობით, საუბარი ფასდება როგორც "პოზიტიური".

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 20 იანვარს დაიკავა. ის ამერიკის მოსახლეობამ 2016 წლის 8 ნოემბერს აირჩია. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონს, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობით მოუგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics