2017-01-30 10:55:58, 2751 ნახვა
სამართალი
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავდა 1 მეხანძრე
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების დროს 1 მეხანძრე დაშავდა.
„შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულია 1 მეხანძრე,მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - წერს თეა პერტაია.
ცნობისთვის,ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. მათი თქმით, ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან