2017-01-30 09:54:55, 2387 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 727 აბი, ასევე, „მდმა“-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ე.ი.-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან