09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 13:59:57, 2933 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც შესაძლებელია

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა წამებითაც არის შესაძლებელი და ამაში სასირცხვილოს ვერაფერს ხედავს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნშნა, ეს საკითხი დაზვერვის მაღალჩინოსნებთანაც განიხილა და მათ დაარწმუნეს, რომ წამებით შედეგის მიღება რეალურად შესაძლებელია. 

რას შეეხება "ისლამურ სახელმწიფოს" ტრამპის თქით, ისინი ადამიანებს აწამებენ და მათ შესაბამისად უნდა მოექცნენ.

"ე.წ ისლამურ სახელმწიფოზე საუბრის დროს მან თქვა „ისინი აწამებენ, თავს კვეთენ ჩვენს და არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, თუ „ისლამური სახელმწიფო“ ამას სჩადის, მე რატომ უნდა მრცხვენოდეს წყლით წამების?“,– განაცხადა ტრამპმა.  

ცნობისთვის, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილების წყლით წამება მისაღები იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში წყლით წამება აკრძალულია. თუმცა, ჯიჰადისტებმა თვითონ დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics