21:14 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 09:31:28, 2243 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
კაპანაძე: ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია.

როგორც კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროცედურების გავლის შემდეგ გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა.

„სტრასბურგმა ქოცმთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია ჩააგდო.

ანუ, ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია. ასევე ყველა ხვდება, რომ პროცედურების დაცვა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. მთავრობა კი ბოლო დღეები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს "ემათხოვრებოდა" გოცირიძეს მხარი დაუჭირეთო.

ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რომ სია ჩავარდა. ძალიან ცუდია. მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა ევა გოცირიძეს ამჯერად სტრასბურგში რომ ემტკიცებინა, რომ მაუწყებლისთვის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა შესაძლებელია (რუსთავი 2-ის საქმესე სწორედ ამას ამტკიცებდა).

ახლა საქართველოს თავიდან მოუწევს ყველა პროცედურის გავლა და, იმედია, ამჯერად გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა“, - წერს კაპანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics