09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 16:49:31, 3040 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ეთიკური ღირებულებებით იხელმძღვანელოს

რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ეთიკური ღირებულებებით იხელმძღვანელოს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ხალხზე იზრუნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Radiovaticana ავრცელებს.

როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, ახალმა პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რაც ამერიკელი ხალხის ისტორიის ფორმირებას მოახდენს.

"იმ დროს, როდესაც კაცობრიობა სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის, ვლოცულობ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მდიდარი სულიერი და ეთიკური ღირებულებებით იყოს ნაკარნახევი, რაც ამერიკელი ხალხის ისტორიის ფორმირებას მოახდენს", - განაცხადა პაპმა.

როგორც ცნობილია, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და  ჯანდაცვის რეფორმა Obamacare-ის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტს არ შეუძლია ჯანდაცვის კანონი ერთპიროვნულად გააუქმოს, თუმცა დონალდ ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა პირობა დადეს, რომ სენატში ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ და Obamacare-ის სახელით ცნობილ აქტს აუცილებლად გააუქმებენ.

ამასთან, სენატმა თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მდივნის პოსტებზე ჯეიმს მატისი და ჯონ კელი დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა აღნიშნულ თანამდებობაზე დემოკრატი ბარაკ ობამა ჩაანაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics